კლიმატი
ენა
გადაადგილება
რომს ორი
აეროპორტი
ემსახურება.
რომისა და სრულიად იტალიის უდიდესი აეროპორტი ლეონარდო და ვინჩის სახელობისაა, თუმცა რომის სამხრეთ–დასავლეთით, ფიუმიჩინოს კომუნაში მდებარეობის გამო მას ხშირად ფიუმიჩინოს აეროპორტსაც უწოდებენ. ქალაქის ცენტრამდე მატარებლით ნახევარ საათში ჩახვალთ, რომელიც ყოველ 40 წუთში ერთხელ დადის და 9,50 ევრო ღირს.
მეზობელი ქვეყნებიდან რომში მატარებლით, ავტობუსით, მანქანით ან
სულაც გემით ჩახვალთ. გაითვალისწინეთ, რომ გემით ლაციოს რეგიონში მოხვდებით, 10–15 წუთში კი მატარებლით რომის ცენტრამდე ჩააღწევთ.
რაც
შეეხება ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილებას, ამისათვის უამრავი სატრანსპორტო საშუალებაა გამოყოფილი. თუ რომში 3 დღეზე მეტხანს აპირებთ დარჩენას, მაშინ გირჩევთ, ე.წ. რომა პასის ბარათები შეიძინოთ, რომლის ღირებულება 24 ევროა. რომა პასით მუზეუმებში შესვლას უფასოდ შეძლებთ, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბილეთი წინასწარ უნდა შეიძინოთ და მათი ფასები თითქმის ერთნაირია.
ავტობუსები ყოველთვის გადაჭედილია. ავტობუსით მგზავრობას რომში ღამითაც შეძლებთ. მეტროს დაკეტვის (23:30 საათი) შემდეგ ღამის ავტობუსები იწყებენ მუშაობას.
მანქანისა და
ველოსიპედების დასაქირავებლად განკუთვნილი სააგენტოები ყოველ ნაბიჯზეა. მანქანის დაქირავებას არ
გირჩევთ, რადგან ქალაქი საგზაო ნიშნების სიმცირეს განიცდის და ყოველთვის ქაოტური მოძრაობაა. ველოსიპედისტებისათვის კი სპეციალური ტრასებია გამოყოფილი. ერთი დღით ველოსიპედის დაქირავებას 40–50 ევროდ შეძლებთ….
სამზარეულო
რომში 200–მდე
სახეობის ყველსა და 300 სახეობის სოსისს შეხვდებით.
იტალიური ღვინო მსოფლის ნებისმიერ ქვეყანაში კარგად ნაცნობია. იტალიელები ნებისმიერ კერძთან ერთად შესაფერის ღვინოს მიირთმევენ. ამ
მხრივ
"დელაკასა" შეუდარებელია, რადგან ის
ნებისმიერი
სახის კერძთან კარგია. რომში ლუდის ბარებიც მრავლადაა, მაგრამ ღვინოსთან შედარებით, იტალიურ ლუდს ნაკლები მომხმარებელი ჰყავს.
იტალიელები 100–მდე
სახეობის ყავას შემოგთავაზებენ, თუმცა, პირველ რიგში, ნორმალეს ან ესპრესოს მოგართმევენ, რადგან ფიქრობენ, რომ იტალიელები ამ ორს ყველასაგან განსხვავებულად და გემრიელად ამზადებენ.
ფული
2002 წლიდან ევრო იტალიის ოფიციალური ვალუტაა. მანამდე მიმოქცევაში იტალიური ლირა იყო. დოლარს ან სხვა ფულს, როგორც წესი, ბანკებში ბევრად უფრო მაღალი კურსით გადაგიხურდავებენ, ვიდრე ქუჩაში. ბანკომატები ქალაქის ყველა კუთხეშია და პრობლემა ნამდვილად არ შეგექმნებათ. რაც შეეხება საკრედიტო ბარათებს, მათ გამოყენებას ყველგან შეძლებთ…..
No comments:
Post a Comment