Friday, January 11, 2013

რომი
      
 რომი იტალიის უდიდესი ქალაქია და ამავე სახელწოდებისკომუნა აგლომერაცია ერთ-ერთი უმსხვილესია ევრ იტალიისა და მისი ლაციოს რეგიონის დედაქალაქი; ოპაში 120 კმ² ფართობით (ადვილად დაიტევდა დანარჩენ ცხრა უმსხვილეს იტალიურ ქალაქს: მილანს, ნეაპოლს, ტურინს, პალერმოს, გენუას, ბოლონიას, ფლორენციის, ბარისა და კატალინას, და ასევე ოთხ უმსხვილეს ევროპულ ქალაქს, როგორიცაა პარიზი, ბერლინი, სტოკჰოლმი და ბრიუსელი). ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2.546.807 (2004), აგლომერაციისადაახ. 4 მილიონი. რომის ახლანდელი მერიაჯოვანი ალემანო (2008).
რომის ეშპ შეადგენს 75 მილიარდ ევროს (ახალ ზელანდიაზე მეტი და იმდენივე რაც სინგაპურის - თუმცა სამივეს დაახლოებით თანაბარი მოსახლეობა ჰყავს). 2001 წელს რომის მუნიციპალიტეტმა გამოიმუშავა იტალიის მთლიანი ეშპ- 6.5%, რაც ყველაზე მაღალია იტალიის ქალაქთა შორის.


ქალაქის ისტორია

ქალაქის ისტორია ჩვ. წ–მდე დაახლოებით VIII საუკუნიდან იწყება. რომის ისტორიის განმავლობაში ის იყო ძველ რომის (რომის სამეფორომის რესპუბლიკარომის იმპერია), მოგვიანებით კი პაპის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყნების, იტალიის სამეფოს და იტალიის რესპუბლიკის ცენტრი ან დედაქალაქი.
ლეგენდის თანახმად, ქალაქი რომი ტყუპებმა რომულუსმა და რემუსმა დააარსეს ძვ. წ. აღ-ით 753 წლის 21 აპრილს. არქეოლოგიური მასალებიც სწორედ იმას მოწმობენ, რომ რომი როგორც ქალაქდასახლება ქრისტეშობამდე 8-ე საუკუნეში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ქალაქი რომის სამეფოს დედაქალაქი გახდა, (რომელსაც ტრადიისამებრ შვიდი მეფე მართავდა), შემდგომ რომის რესპუბლიკის (ძვ.წ.აღ-ით 510-დან იმართებოდა სენატის მიერ), საბოლოოდ კი ქრ.შბ-მდე 27 წლიდან რომს იმპერატორი ჩაუდგა სათავეში. ეს წარმატება დამოკიდებული იყო სამხედრო დაპყრობებზე, ეკონომიკურ წინსვლასა და მეზობელი ცივილიზაციების, განსაკუთრებით კი ეტრუსკული და ბერძნული ცივილიზაციების, შერჩევით ასიმილირებაზე.
დაარსებიდან ძვ. წ. აღ-ით 386 წლამდე რომი აუღებელი იყო, სანამ კელტები არ შევიდნენ ქალაქში, რომლებიც ამავე წლის დამლევს თავად რომაელების მიერ იქნენ დაპყრობილნი. ლივიუსი წიგნი 5. კელტებმა რომაელებს ქალაქის დასაბრუნებლად ათასი გირვანქა ოქროს გადახდა შესთავაზეს, რაზეც რომმა უარი შეუთვალა და საპასუხო შეტევით უპასუა.

XV საუკუნის რომაული მინიატურა, სადაც 410 წლის რომის რბევაა გამოსახული
რომის ძალაუფლება ევროპის დიდ ნაწილსა და ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე გავრცელდა , მოსახლეობა კი მილიონს აღწევდა. მთელი ათასი წლის განმავლობაში რომი დასავლური სამყაროს უდიდეს, უმდიდრეს და პოლიტიკურად ყველაზე გავლენიან ქალაქად მიიჩნეოდა; რომს სიდიადე არც იმპერიის დაცემა-დაქუცმაცების შემდეგ დაუკარგავს, როდესაც დედაქლაქის სტატუსი ჯერ მილანს, შემდეგ კი რავენას გადაეცა, რომ აღარაფერი ვთქვათ, აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლზე.











იმპერიის დაცემა და შუა საუკუნეები

რომის ეპისკოპოსის კონსტანტინე I-ის მმართველობისას, პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების მწვერვალს მიაღწია და კათოლიკური რელიგიის მსოფლიო ცენტრად ჩამოყალიბდა. ჩვ.წ.აღ-ით 410 წელს რომის დარბევის შემდეგ დასავლეთ რომმა დასუსტება დაიწყო, ხოლო 476 წელს რომი აღმოსავლეთით ბიზანტიონად წოდებულმა ქალაქმა (შემდგომში კონსტანტინოპოლმა) და გერმანულმა დამპყრობლებმა გაიყვეს. ქალაქის მოსახლეობა თანდათან შემცირდა და ადრეული შუასაუკუნეებისას 20 ათას მოსახლეს ძლივს აჭარბებდა; მრავალი წლის მანძილზე რომში დაცარიელებული და დანგრეული უბნებით ჭარბობდა. რომს ბიზანტიონის პარალელურად ნომინალური ძალაუფლება 751 წლამდეღა ჰქონდა, ანუ მანამ, სანამ ლომბარდებმა ეგზარქატი რავენაში არ გადაიტანეს. 756 წელს პეპინ მოკლემ (დაბალმა) პაპს რომსა და მის შემოგარენზე დროებითი ძალაუფლება დაუკანონა, რითიც ხელი შეუწყო რომის პაპის საბრძანებლოს შემდგომ დამკვიდრებას.
რომი პაპის სამფლობელოს დედაქალაქდ რჩებობა 1870 წლამდე, ანუ ვიდრე იტალიის დედაქალაქი გახდებოდა. შუა საუკუნეებში რომი მომლოცველთა უმთავრეს ცენტრს წარმოადგენდა. გარდა რამდენიმე მოკლე პერიოდისა, შუა საუკუნეებში რომი წმინდა ქალაქისა და პაპის პრინციპატის სტატუსს ინარჩუნებდა, მაშინაც კი, როდესაც პაპი ავინიონმა (1309-1337წწ) დროებით გადააყენა . 1527 წლის დარბევის შემდეგ, როდესაც რომმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა, პაპის პატრონაჟით ქალაქი რენესანსისა და ბაროკოს პერიოდების კულტურისა და ხელოვნების ცენტრად გარდაიქმნა.

17-19 საუკუნეები

მეჩვიდმეტე საუკუნისთვის მოსახლეობა გაიზარდა და 100 000-ს მიაღწია, თუმცა, შიდა კონტრ-რეფორმაციული პროცესების გამო, რომი მომდევნო ასწლეულებშიც ჩამორჩებოდა ევროპის დედაქალაქებს განვითარებით. მეცხრამეტე საუკუნეში რომი იტალიის გაერთიანების პლაცდარმად გადაიქცა. 1871 წელს, როდესაც საფრანგეთის ბატონობა საბოლოოდ დაემხო, რომი სამეფოს ჯარებმა დაიკავეს და ერთიანი იტალიის დედაქალაქდ გამოაცხადეს.


მეოცე საუკუნე

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რომი ბენიტო მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის დამყარების მოწმე გახდა. 1922 წელს მუსოლინიმ ქალაქში მარშით გაიარა, სადაც ახალი იმპერიის დამყარებისა და ფაშისტურ გერმანიასთან გაერთიანების შესახებ გააკეთა განცხადება. ეს პერიოდი მოსახლეობის სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა, როდესაც 212 000-იანმა მოსახლეობამ 1 000 000-ს გადააჭარბა, თუმცა, მომდევნო ზრდას ხელი მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა დაბომბვებითა და ოკუპაციით. მუსოლინის დასჯისა და ომის დასრულების შემდეგ 1946წლის რეფერენდუმით იტალიამ მონარქიულ წყობას რესპუბლიკური არჩია.
ომის დასრულების შემდეგ რომი ისევ აღორძინებას იწყებს, როგორც იტალიის ომისშემდგომი მოდერნიზაციისა და ეკონომიკური განვითარების ფლაგმანი.
1950-1960-იან წლებში რომი მოდური ქალაქი ხდება, ამ წლებს la dolce vita (ტკბილი ცხოვრება) ეწოდება. მოსახლეობის ზრდის ტენდენცია რომს 1980-იან წლებამდე მოჰყვა, როდესაც ქალაქში 2,800 000 ადამიანი ცხოვრობდა, შემდგომ მოსახლეობამ თანდათან მახლობელ დასახლებებში იწყო გადასვლა. 80-იან წლებში რომი მეტად "გადაჭედილი" ქალაქი იყო გართულებული მგზავრობითა და უსუფთაო ჰაერით, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.
უკანასკნელ წლებში ქალაქის მოსახლეობა ისევ იზრდება, ოღონდ, ძირითადად, უცხო ქვეყნებიდან ჩასული ემიგრანტების ხარჯზე.

No comments:

Post a Comment