Sunday, January 27, 2013

ფეხბურთი რომში
                          რომის ლაციოს ისტორია
1900 წლის 9 იანვარი იდგა. რომის ქუჩები ძველი კებებით და ახალი ტრავმაებით იყო სავსე. ცხრა ახალგაზრდა, ლუიჯი ბიჯიარელის მეთაურობით პიაცა დელა ლიბერტას წინ სკამზე იჯდა, როცა მათ Societ Podistica Lazio-ს დაარსება გადაწყვიტეს. “კლუბს “რომას“ ვერ დავარქვამთ, რადგან ასე უკვე ქვია ტანმოვარჯიშეების გუნდს - უფრო მნიშვნელოვანი სახელის დარქმევა შეიძლება, რომელშიც რომიც იგულისხმება - მაგალითად „ლაციო." მეგობრები ბიჯიარელის ამ შეთავაზებაზე ხალისით დათანხმდნენ - ფერებად საბერძნეთის, როგორც ოლიმპიადის სამშობლოს ფერები აირჩიეს - თეთრი და ღია ლურჯი.
პირველი ორი წლის განმავლობაში ისინი რეგიონის არა-საფეხბურთო ტურნირებში იღებდნენ მონაწილეობას სანამ 1902 წელს, Rancing Club of Paris-ის პარტნიორმა ბრუტო სეჯეტინიმ „ბიანკოჩელესტეს“ ბიჭები ფეხბურთში მიიწვია. იდეამ მეგობრები მაშინვე დააინტერესა - მათ რომის სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობა თავიდანვე დიდი წარმატებით დაიწყეს და მათზე ამბები ლოკალურ ფარგლებს გაცდა - 1907 წელს „პიზამ“ „ლაციო“ ცენტრისა და სამხრეთის პირველ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელშიც მათ გარდა „ლივორნო“ და „ლუკა“ მონაწილეობდნენ. პიზას სადგურში „ბიანკოჩელესტეები“ Sante Ancherani,-ის მეთაურობით 1907 წლის ივნისში ჩავიდნენ - მათ დღის განმავლობაში სამი მატჩი უნდა ეთამაშათ. იმ დღეს „ლაციომ“ სამივე თამაში თავის სასარგებლოდ დაასრულა - დაამარცხა „ლუკა“ 3-0, „პიზა“ 4-0, ხოლო „ლივორნო“ 1-0.

30 წლებში „ლაციო“ უმაღლეს დონეზე თამაშობდა - იტალიის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფორვარდი, სილვიო პიოლა სწორედ „ბიანკოჩელესტეებში“ ირიცხებოდა და მისი 143-გოლიანი რეკორდი ჯერაც მოუხსნელია გუნდში, თუმცა პირველი ტიტული გუნდმა მხოლოდ 1958 წელს დაისაკუთრა. მწვრთნელის პოსტი მაშინ ბემარდინის ეკავა, გუნდს კი ლოვატი ლიდერობდა - „ლაციომ“ იტალიის თასის ფინალში „ფიორენტინას“ მოუგო პრინის გოლის წყალობით.
მეორე დიდი გამარჯვება თექვსმეტი წლის შემდეგ მოვიდა - 1974 წელს მაესტრელის გუნდმა ჩემპიონატი მოიგო, მაშინ, როცა მხოლოდ ორი წლის წინ დაბრუნდა სერია ა-ში. რომში ახლაც ახსოვთ იმ დიდი გუნდის შემადგენლობა - პულიჩი, პეტრელი, მარტინი, უილსონი, ოდი, ნანი, გარლასკელი, რე ჩიკონი, კინალია, ფრუსტალუპი, ამიკო.

ამ მიღწევას წარმატებებიც მოყვა და წარუმატებლობებიც, სანამ გუნდში კრანიოტის ოჯახი მოვიდა. ამას წინ მაესტრელის გარდაცვალება, ჩინალიას აშშ-ში წასვლა და რე კიკონის ტოტალიზატორებთან დაკავშირებული ამბავი უძღოდა. ეს ყველაფერი სერია ც-ში გავარდნის თავიდან აცილებით დასრულდა, როცა გუნდმა პლეი-ოფის მატჩი მოიგო.
შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა - ექვსი წლის განმავლობაში სერჯიო კრანიოტიმ გუნდისა და ბაზების რეორგანიზებაზე მილიარდები დახარჯა და „ლაციოს“ სახელი იტალიური და ევროპული ფეხბურთის მოწინავე პოზიციებზე დააბრუნა. მისი ხელმძღვანებლობის დროს გუნდი ხუთჯერ მიყოლებით გავიდა ევროტურნირებზე - ერთხელ მეორე ადგილიდან (1994/9), ორჯერ მესამედან (1993/94 და 1995/96), ერთხელ მეოთხედან (1996/97) ერთხელაც მეხუთედან (1992/93). ხუთი წლის მიყოლებით ბეპე სინიორიმ საუკეთესო ბომბარდირის 3 ტიტული მოიგო.
1997/98 სეზონში „ლაციოს“ ახალი ხალხი შეემატა - სვენ იორან ერიქსონი, მანჩინი, იუგოვიჩი, ალმეიდა და სხვები. მათ გუნდს 1998 წლის 29 აპრილს გუნდს იტალიის თასი მოაგებინეს „მილანთან“ თამაშში. ერიქსონის ბიჭებს ცოტა დააკლდათ ამ ტიტულისთვის მეორეს მიმატებამდე - 1998 წლის 6 მაისს მათ უეფას თასის ფინალში ინტერთან წააგეს.
1998 წლის 29 აგვისტოს კი მორიგი სეზონი დაიწყო - გუნდში ნამდვილი ჩემპიონები შეგროვდნენ - ვიერი, სალასი, დე ლა პენია, მიხაილოვიჩი, სტანკოვიჩი. უკვე რამდენიმე თვეში ისინი იტალიის სუპერთასის გამარჯვებულები გახდნენ იუვენტუსის წინააღმდეგ დაძაბულ მატჩში, რომელიც ტურინში ჩატარდა.

1999/2000 სეზონში გუნდს ვიერი, ვერონი, სენსინი, სიმეონე და სიმონე ინძაგი შეემატნენ. დეკებერში ოლიმპიკიდან ფაბრიციო რავანელიც გადმოვიდა და წარმატებამაც არ დააყოვნა - 1999 წლის 27 აგვისტოს „ლაციო“ უეფას თასზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ ამარცხებს, რასაც გუნდის ფანები „ოლიმპიკოზე“ 2000 წლის 9 იანვარს დიდი ზეიმით აღნიშნავენ. ჩემპიონთა ლიგაში „ლაციო“ კლაუდიო ლოპესის „ვალენსიამ“ შეაჩერა, თუმცა „ბიანკოჩელესტემ“ სეზონის მეორე ჯილდო მაინც მოიპოვა, როცა სეზონის ბოლო დღეს „სკუდეტო“ სწორედ „ლაციოს“ საკუთრება გახდა - იმ ტურის თამაშები თავსხმა წვიმაში მიდიოდა, თუმცა „ოლიმპიკოზე“ შეკრებილი 80 ათასი ფანი მოთმინებით ელოდა მომენტს, როცა მათ ჩემპიონობა ზეიმით აღნიშნეს.
სამი დღის შემდეგ მილანში „ლაციომ“ იტალიის თასის ფინალში „ინტერი“ დაამარცხა, ისევე როგორც 2000-2001 სეზონის სუპერთასის გადამწყვეტ მატჩში, სადაც ანგარიში 4-3 იყო. გოლები კლაუდიო ლოპესმა და ერნან კრესპომ გაიტანეს. მანამდე კი ბირმინგემში რომაელებმა „მალიორკას“ დამარცხებით თასების მფლობელთა თასი აიღეს. იმ სამი წლის განმავლობაში, როცა „ლაციოს“ სათავეში კრანიოტი და ერიქსონი ხელმძღვანებლობდნენ, ეს მეშვიდე ტიტული იყო. სამწუხაროდ ამას ერიქსონის მიერ გუნდის დატოვება მოჰყვა, „ლაციო“ კი დინო ძოფმა ჩაიბარა. სიახლეები იყო ტრანსფერებშიც - გუნდს დინო ბაჯო, კარელ პობორსკი და ლუკას კასტრომანი შეემატნენ, ფიორე და ჯანიკედა კი მომავალ სეზონში შეუერთდნენ რომაულ კლუბს.


2000-დან დღემდე – დაღმასვლა და გამოღვიძება 

“ლაციომ” ათწლეული წარმატებით - იტალიის სუპერთასის მოგებითა და ჩემპიონატში მესამე ადგილზე გასვლით დაიწყო, თუმცა სვენ იორან ერიქსონის გუნდიდან წასვლამ დაღმასვლის პროცესი დააჩქარა. ფინანსური პრობლემების ფონზე და არსებული ფულის ჩავარდნილ ტრანსფერებზე (მაგ. გაისკა მენდიეტა, 28 მილიონი ფუნტი) დახარჯვით “ლაციომ” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეტად მნიშვნელოვან საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრა ვერ მოახერხა და საბოლოოდ 2001-02 სეზონში მეექვსე პოზიცია დაიკავა. ამას კრანიოტისა და მის მულტინაციონალურ კორპორაცია “ჩირიოსთან” დაკავშირებული სკანდალი მოჰყვა, რაც მის მიერ 2002 წელს კლუბის დატოვებით დასრულდა. 2004 წლამდე “ლაციო” ფინანსური მენეჯერებისა და საბანკო ფონდის მიერ იმართებოდა, რამაც კლუბს წამყვანი ვარსკვლავების გაყიდვა აიძულა – მათ შორის კლუბის “სიმბოლო”, კაპიტანი ნესტაც იყო. შემდეგ გუნდი ბიზნესმენ კლაუდიო ლოტიტოს მიეყიდა, რომელიც დღემდე ფლობს აქციათა უმეტესობას.

პანდევის გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
იმ ზაფხულს კლუბში დაბრუნდა 36 წლის პაოლო დი კანიო, “ლაციოს” ყოფილი ვარსკვლავი, რომელიც გუნდს ბავშვობიდან გულშემატკივრობდა; დი კანიო “ლაციოში” გადმოსასვლელად ხელფასის 75-პროცენტიან შემცირებას დათანხმდა. 2005-2006 სეზონში “ლაციომ” სახელფასო დანახარჯების შესამცირებლად ვეტერანები – ფერნანდო კოუტო, პაოლო ნეგრო და ჯულიანო ჯანიკედა გაუშვა. ამ პრობლემების ფონზე 2005-2006 სეზონი მწვრთნელი დელიო როსის ხელმძღვანელობით წარმატებული გამოდგა. გუნდის შემადგენლობა ვეტერანი ანჯელო პერუცისა და ნახევარდაცვის წარმომადგენლების - ფაბიო ლივერანისა და ოსმან დაბოს ნაერთს წარმოადგენდა, რომლებსაც სხვა მოტივირებული მოთამაშეები ემატებოდნენ, ნაკლები სახელფასო მოთხოვნებით. ეს პოლიტიკა წარმატებული გამოდგა და გუნდმა 2006-07 სეზონის უეფას თასზე მოიპოვა ადგილი. 14 ივლისს გამოცხადებული იქნა, რომ “ლაციო” თამაშების გარიგებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო 7-ქულიანი ჯარიმით სერია “ბ”-ში იქნა გადაყვანილი, თუმცა კლუბის მიერ შეტანილი აპელაცია შედეგიანი გამოდგა და 25 ივლისს გამოტანილი განაჩენის შედეგად, “ლაციოს” უკვე სერია “ა”-ში დაენიშნა 11-ქულიანი ჯარიმა, მოგვიანებით კი ეს ჯარიმაც 3 ქულამდე იქნა შემცირებული. ასევე ძალაში შევიდა წინა სეზონის 30-ქულიანი ჯარიმა, რის შედეგადაც გუნდი შემდეგი წლის უეფას თასზე ვერ მოხვდა. “ლაციომ” საჯარიმო ქულების მიუხედავად 2006-2007 სეზონში მესამე პოზიციის დაკავება მოახერხა და სეზონის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით 8 მატჩი დაამთავრა გამარჯვებით, რამაც თითქმის გაიმეორა კლუბის რეკორდი – 9 მიყოლებით მოგებული თამაში, საჩემპიონო 2000 სეზონიდან. 2007-2008 სეზონის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ლაციომ” ბუქარესტის “დინამოს” დამარცხება გაჭირვებით მოახერხა, ჯგუფში კი, რომელიც მადრიდის “რეალის”, ბრემენის “ვერდერისა” და “ოლიმპიაკოსისაგან” შედგებოდა, ბოლო ადგილი დაიკავა. უკეთესად საქმე არც საშინაო ჩემპიონატში მიდიოდა, სადაც კლუბმა სეზონის უმეტესი ნაწილი ცხრილის ქვემოთა ნახევარში გაატარა, ფანების პროტესტების ფონზე. “ლაციომ” სერია “ა”-ს სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა.
ჯერ კიდევ ბალარდინის დროს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ლაციომ ნაყოფიერად გამოიყენა. გუნდში მოვიდნენ მცველები ანდრე დიასი და ჯუზეპე ბიავა, რითიც ცენტრალური დაცვის პრობლემა მოგვარდა. აგრეთვე თავდასმხმელი სერჯიო ფლოკარიმ, რომელმაც სეზონის მეორე ნახევრაში კარგი შთაბეწდილება დატოვა და ცუდ ფორმაში მყოფი სარატე ღირსეულად შეცვალა. რეიამ აგრეთვე გუნდში დააბრუნა კრისტიან ლედესმა. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ლაციომ საკმაოდ ადვილად მოახერხა გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევა. რეიამ დასახულ ამოცანას, რაც სერი ა-ში ადგილის შენარჩუნებაში გამოიხატებოდა თავი წარმატებით გაართვა და ლოტიტომაც მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.
10/11 სეზონის დაწყებამდე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლოტიტომ სან პაულოდან 1 თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ როგორც იქნა გადმოიყვანა ერნანესი, რომელიც 15 ლიმონი დაჯდა, თავიდან კრიტიკოსები ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ ამ ტრანსფერს + ლოტიტოს მხრიდან ამხელა ფულის გადახდას ერნანესში, თუმცა დაიწყო თუ არა სეზონი ნელ-ნელა ერნანესი გუნდის ლიდერად ყალიბდებოდა და მისმა კარგმა თამაშმა განაპირობა გუნდის წარმატება, მაგ სეზონში ერნანესმა 11 გოლის გატანა ჩეძლო, რაც ნახევარმცველისთვის ნამდვილად კარგი შედეგია, თან იმასაც თუ გავითვალისიწინებთ რო გუნდის საუკუთესო ბომბარდირიც გახდა. ეს სეზონი რეიასთვის წარმატებული აღმოჩნდა, მან შეძლო და გუნდი მე-5 ადგილზე გაიყვანა და ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა, სულ ცოტა დააკლდა გუნდს ჩემპიონთა ლიგის ადგილამდე, თუმცა სეზონის დასაწყისში არც არავინ ელოდა რო ლაციო ეგრე მაღლა დაასრულებდა სეზონს, თან იმის ფონზე რო წინა სეზონში გუნდი დარჩენისთვის იბრძოდა.


ფერები, გერბი და მეტსახელები 


გუნდის თეთრ-ცისფერი ფერები საბერძნეთის ნაციონალურ ფერებთან ასოციაციით იქნა არჩეული - “ლაციო” შერეული ტიპის სპორტული კლუბია და ამ ტიპის კლუბის ჩამოყალიბება იმ ფაქტის გათვალისწინებით მოხდა, რომ ევროპის ოლიმპიური თამაშების სპორტული ტრადიცია საბერძნეთთანაა დაკავშირებული. თავდაპირველად “ლაციოს” მაისური თეთრ-ცისფერ ნაწილებად იყო დაყოფილი, შავი შორტებითა და გეტრებით. ამას სრულიად თეთრი მაისურით თამაში მოჰყვა, შემდეგ კი გუნდი იმ ფორმაზე გადავიდა, რომელსაც დღემდე იყენებს. იყო სეზონები, როდესაც კლუბს თეთრ-ცისფერი ზოლიანი მაისური ეცვა, თუმცა ფორმა ტრადიციულად ცისფერ მაისურს წარმოადგენს, რომელსაც თეთრი დაჰყვება თან, შორტებისა და გეტრების ფერი კი თეთრია. ამ ფერების არჩევამ მათ მეტსახელი “ბიანკოჩელესტი” მიანიჭა. “ლაციოს” ტრაფიციული გერბი არწივის გამოსახულებას წარმოადგენს, რაც დამაარსებლის, ლუიჯი ბიჯიარელის არჩევანი იყო. ეს გერბი დაკავშირებულია რომის იმპერიის სამხედრო ემბლემასთან - “აკილა” (“არწივი”); რომაულ ლეგიონებს სიმბოლო ბრძოლაში მიჰქონდათ. ამ სიმბოლომ “ლაციოს” კიდევ ორი მეტსახელი წარმოშვა – “აკილოტი” (“ახალგაზრდა არწივები”) და “აკილე” (“არწივები”). ახლანდელი გერბი ოქროსფერი არწივის ზემოთ გამოსახულ თეთ ფარსა და ცისფერ ჩარჩოს წარმოადგენს; ფარზე კლუბის სახელია გამოსახული, მის ფერებთან ერთად.




                                                  რომის რომა (ისტორია)
Associazione Sportiva Roma, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც რომა — იტალიური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი. იგი დააარსა 1927 წლის 22 ივლისს იტალო ფოშიმ. რომამ არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იასპარეზა იტალიის დაბალ დივიზიონში, კერძოდ სერია B-ში, 1951-52 წლებში. მას შემდეგ კი მოყოლებული დღემდე იგი ასპარეზობს იტალიის სერია A-ში, ზედიზედ 58 სეზონი (სულ 77 სეზონი).
რომას სერია A მოგებული აქვს სამჯერ. პირველად ეს მათ 1941-42 წლების სეზონზე მოახერხეს. შემდეგ 1982-83 წლებში და ეს შედეგი 2000-01 წლებში გაიმეორეს. რომას ასევე მოგებული აქვს იტალიის თასი ცხრაჯერ. ევროპის სარბიელზე რომას მოგებული აქვს საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი 1960-61 წლებში. 1983-84 წლის სეზონზე რომაელები ახლოს იყვნენ ლიგის თასთან. თუმცა ისინი საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ ლივერპულთან პენალტების სერიაში. აგრეთვე მეორე ადგილზე გავიდა 1990-91 წლებში უეფას თასზე, დამარცხდა რა ინტერთან ორი მატჩის ჯამში.
საშინაო შეხვედრებს რომა სტადიო ოლიმპიკოზე ატარებს. ამ სტადიონზე ასევე მათი უშუალო მეტოქე, თანაქალაქელი ლაციო ასპარეზობს. მაყურებლის ტევადობით სტადიო ოლიმპიკო იტალიაში მეორე სტადიონია; მხოლოდ სან-სირო იტევს მეტ გულშემატკივარს. 2009 წლის სექტემბერში კლუბის ხელმძღვანელობამ გადაყვიტა ააშენოს ახალი 55,000 იანი სტადიონი რომის დასავლეთ ნაწილში. ეს სტადიონი აგებული იქნება ინგლისური სტილით, ანუ მაყურებლებს საშუალება მიეცემათ სათამაშო მოედანს უფრო ახლოდან და უკეთ ადევნონ თვალი. 


ისტორია

AS. Roma დაარსდა 1927 წლის ზაფხულში იტალო ფოშის მიერ. მისი ინიციატივა იყო, რომ იმ დროისათვის არსებული სამი რომაული კლუბი: Roman FC, SS Alba-Audace და Fortitudo-Pro Roma SGS გაერთიანებულიყო. გაერთიანების მიზანი იყო, რომ დედაქალაქს ყოლოდა ისეთი ძლიერი კლუბი, რომელიც შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას იმდროინდელი ჩრდილოეთ იტალიის დომინანტი კლუბებისათვის. ერთადერთი რომაული კლუბი, რომელიც არ დათანხმდა გაერთიანებას და აგრძელებდა არსებობას, იყო რომის ლაციო. რომა თავის პირველ შეხვედრებს ატარებდა სტადიონზე სახელად: Motovelodromo Appio. შემდეგ რომაული კლუბი რომის მე-20 რაიონში წავიდა, სადაც ხის სტადიონი (Campo Testaccio) აიგო. ეს სტადიონი 1929 წლის ნოემბერში გაიხსნა. პირველი დიდი წარმატება, რომელსაც კლუბმა მიაღწია იყო 1930-31 წლის სეზონი სერია A-ში, სადაც კლუბმა მეორე პოზიცია დაიკავა და მხოლოდ იუვენტუსმა გაუსწრო. იმ დროისათვის კლუბის წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ: კაპიტანი ატილიო ფერარი, გვიდო მასეტი, ფულვიო ბერნარდინი და როდოლფო ვოლკი.


No comments:

Post a Comment